
ერთ-ერთი კადრი, რომელმაც მსოფლიო შეძრა, იყო პატარა ზეჰრას ნანრევებიდან ამოყვანა. ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე წერს:
,,5 წლის ზეჰრას ხელია, რომელიც მის მამიკოს უჭირავს ხელში. ახლა ამოიყვანეს ნანგრევებიდან, სრულიად უვნებელი. მამამისი ასე, მოკლემკლავიანი მაისურით მთელი დღე იდგა თოვლსა და ქარბუქში და ნანგრევებში მოყოლილ ზეჰრას უმღეროდა, სასაცილო ამბებს უყვებოდა.
ახლა მამას მყარად უჭირავს შვილის ხელი. მაინც ვაი მის მამას,რა გამოიარა ამ საცოდავმა, მაგრამ იღბლიანმა კაცმა”.