ხათუნა ხოფერია ლალი მოროშკინას: ,,მადლობა, ლალიკო! ყველა ვერ გარისკავდა იმას, რაც შენ გააკეთე!”

ხათუნა ხოფერია ლალი მოროშკინას: ,,მადლობა, ლალიკო! ყველა ვერ გარისკავდა იმას, რაც შენ გააკეთე!"რუსულ ტელეგადაცემაში, სადაც საქართველოს ოკუპაციის მხარდამჭერი პუბლიკა იყო შეკრებილი, ყოფილი ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა ჩართეს საქართველოდან. მოროშკინამ გამოსვლას სტუდიაში ტაშით შეხვდნენ და მოსკოვში მიიწვიეს.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია მეგობრის ამ გამოსვლას ფეისბუქპოსტით გამოეხმაურა და დაწერა:
,,არის ხოლმე ინტერვიუ-ინტერვიუსთვის, მაგრამ არის ინტერვიუ, რომელიც აუცილებელია, საჭიროა სწორედ იმ მომენტში, დროის იმ მონაკვეთში. დიახ, ნამდვილად დროული და სავალდებულო იყო ლალის მიერ მთელი გულით, სამშობლოსადმი დიდი სიყვარულით გაჟღერებული ეს ინტერვიუ რუსულ საინფორმაციო სივრცეში. მადლობა, ლალიკო! ყველა ვერ გარისკავდა იმას, რაც შენ გააკეთე! ყველა ვერ შეძლებდა ასე მოკლე ჩართვაში გაეკეთებინა სწორი აქცენტები, ეთქვა მოსკოვში მოკალათებული საქართველოს მტრებისთვის, გასპარიანისმაგვარებისთვის, რომ ტყუილად ირჯებიან, როდესაც უფუნქციო პრეზიდენტის [ზურაბიშვილი] ტლიკინს იყენებენ პოლიტიკური თუ დიპლომატიური ურთიერთობების დასაძაბად!
კიდევ ერთხელ მადლობა ლალის და ვისაც არ მოგისმენიათ, მოუსმინეთ! საქართველო უპირველეს ყოვლისა!”.