ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა

ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალამსახიობი ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.

„რუსთაველის ეროვნული თეატრი უდიდეს მწუხარებას, ტკივილს განიცდის… ჩვენი უძვირფასესი, ჯემალ ღაღანიძე გარდაიცვალა!“ – აღნიშნულია რუსთაველის თეატრის სამძიმრის წერილში.

პანაშვიდები სამი დღის განმავლობაში მის სახლში, ბოლქვაძის N2-ში გაიმართება. სამშაბათს  რუსთაველის თეატრიდან გამოასვენებენ.