ტრაგედია თბილისში – ლიფტის შახტიდან ცხედრები ამოიყვანეს

ტრაგედია თბილისში - ლიფტის შახტიდან ცხედრები ამოიყვანესდღეს დიდი ტრაგედია დატრიალდა ვა­ზი­სუბ­ნის და­სახ­ლე­ბა­ში. ლიფტის შახტაში ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი ჩავარდნენ. მაშველებმა მათი ცხედრები შახტიდან ამოიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ.

-კარი ღია ყო­ფი­ლა და ლიფ­ტი არ ყო­ფი­ლა იქ, რომ ჩა­ვარ­და ერთი, მე­ო­რე საშ­ვე­ლად მი­ვი­და. ამ დროს და­იძ­რა ლიფ­ტი და ორი­ვე მო­ი­ყო­ლა. ძვე­ლი ლიფ­ტი იყო, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­ა­რე­მონ­ტეს. ტრო­სე­ბიც გა­მოც­ვა­ლეს, თუმ­ცა მა­ინც მოხ­და ეს ტრა­გე­დია, – უყვება კორპუსის მცხოვრები ტელეკომპანია ,,პირ­ველს”.