თბილისის კლინიკაში ონკოპაციენტს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

თბილისის კლინიკაში ონკოპაციენტს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს22 წლის გოგოს, ონკოპაციენტს, ოპერაციისას მაკრატელი მუცლის ღრუში ჩაუტოვეს – ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. მას რუსთავის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ,,ინფო რუსთავს” პაციენტის მეუღლემ უთხრა, ახალგაზრდას ოპერაცია სამი თვის წინ, თბილისში, მარდალეიშვილის კლინიკაში ჩაუტარეს და ექიმებს მუცლის ღრუში მაკრატელი დარჩათ. მისი თქმით, ქალს გაუსაძლისი ტკივილები 3 თვის განმავლობაში აწუხებდა. ,,ნიუ ჰოსპიტალში” ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მუცელში მას მაკრატელი ჰქონდა დარჩენილი.

ჯერჯერობით კლინიკა, სადაც პაციენტს სამი თვის წინ ჩაუტარდა ოპერაცია, კომენტარს არ ავრცელებს.