სამარხვო ,,კუჭმაჭი” – გემრიელი რეცეპტი მათთვის, ვინც ხორცს არ ჭამს ან მარხვაზეა

სამარხვო ,,კუჭმაჭი" - გემრიელი რეცეპტი მათთვის, ვინც ხორცს არ ჭამს ან მარხვაზეასოიას კუჭმაჭი – ეს კერძი მათთვისაა, ვინც ხორცს არ ჭამენ ან მარხვაზე არიან.

მომზადება: ფარშირებულ სოიას დაასხით მდუღარე და გააჩერეთ წყლის გაციებამდე. შემდეგ წყალი გადაწურეთ, დაასხით შავი ღვინო და ამოურიეთ, რომ ღვინით გაიჟღინთოს. ისევ გააჩერეთ 1-2 საათი. შემდეგ კარგად გაწურეთ და დაყარეთ ცხიმიან ცხელ ტაფაზე. სოია ნელ ცეცხლზე მოშუშეთ და გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში.

მოშუშულ სოიას დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ხმელი ქონდარი, გატარებული ნიგოზი, 1-2 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, დაღერღილი წითელი წიწაკა, ბროწეულის მარცვლები, მარილი. ამოურიეთ და მოასხით ძმარი. სუნელები, ნიგოზი, მარილი, ძმარი და წიწაკა თქვენი გემოვნებით უქენით.

რაც შეეხება სოიას, მას უნიკალურ მცენარედ მოიხსენიებენ მცენარეული ცილების ჭარბად შემცველობის გამო. ის ასევე მდიდარია ვიტამინებით, მიკროელემენტებით, ფიტოესტროგენებითა და უჯრედისით.

ანტიოქსიდანტები – სოია შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს ანუ ნივთიერებებს, რომლებიც იცავს უჯრედს მავნე ,,თავისუფალი რადიკალების” ზემოქმედებისაგან. მოგეხსენებათ, ეს მავნე რადიკალები განაპირობებენ უჯრედთა ნაადრევად დაბერებას, დაზიანებასა და გადაგვარებას.

თირკმლის დაავადება – დადგენილია, რომ თირკმლები სოიაში შემავალ ცილას ცხოველურ ცილებთან შედარებით გაცილებით ადვილად იტანს, შესაბამისად, ამ პროდუქტით კვება ანელებს და აფერხებს თირკმლების დაზიანებას ამ ორგანოს ფუნქციური უკმარისობით დაავადებულ პირებში.

იმუნიტეტი – გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სოიაში შემავალი პეპტიდები (ამინომჟავათა ჯაჭვები) ამაღლებენ იმუნიტეტს ანუ ორგანიზმის სენშეუვალობას სხვადასხვა დაავადებისადმი.

ოსტეოპოროზი – სოიათი კვება ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას, შესაბამისად, ის ოსტეოპოროზის ანუ ძვლის გამეჩხერების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.

შაქრიანი დიაბეტი – კლინიკური დაკვირვებებით გაირკვა, რომ დიაბეტიანთა საკვებ რაციონში სოიას ჩართვა მნიშვნელოვნად აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ამცირებს ინსულინდამოკიდებულებას პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს. გარდა ამისა, ხელს უწყობს სხეულის მასის დაქვეითებას.

ვისაც ეჭვი გეპარებათ, რომ ფარშირებული სოია სასარგებლოა, შეგიძლიათ მარცვლები გამოიყენოთ იგივენაირად.