,,პრობლემას რა გამოლევს, მაგრამ კითხვა ყოველდღიურობას მიხალისებსო” – უამრავი ბავშვის აღმზრდელი დააკლდა თბილისს

,,პრობლემას რა გამოლევს, მაგრამ კითხვა ყოველდღიურობას მიხალისებსო" - უამრავი ბავშვის აღმზრდელი დააკლდა თბილისს,,სარკეს” ბევრი ერთგული მკითხველი ჰყავს. სწორედ ასეთი იყო ერთი თბილისელი ქალი, იზა ლომთათიძე. 27 იანვარს 40 დღე შესრულდება მისი უეცარი წასვლიდან.

,,წლების განმავლობაში მუშაობდა საბავშვო ბაღის გამგედ. უამრავი ბავშვის აღზრდაში მიუძღვის წვლილი. არასოდეს დაუტოვებია ვინმე უყურადღებოდ. ძალიან უყვარდა ,,სარკე”. რამდენჯერ უთქვამს, ჩემთვის მარტო ჟურნალი კი არა, სტიმულია, რომ მიხაროდეს ოთხშაბათის გათენება. მერე ყველაფერი მეხალისება და ვერც დაღლილობას ვგრძნობო. ამბობდა, პრობლემას რა გამოლევს, მაგრამ კითხვა ყოველდღიურობას მიხალისებს. ეს ჟურნალი მართლაც ჩემია, აქ ყველაფერია, რაც მე მჭირდებაო… ნიკოლოზობა იყო, როცა წავიდა და ნინოობას დაემთხვა მისი ორმოცი. საოცარი ქალი იყო, სათნო, მზრუნველი, ყველას პატრონობდა, სითბოს უნაწილებდა. ორი შვილი, შვილიშვილები, შვილთაშვილები ჰყავდა”, – იგონებს მანანა ციცქიშვილი.