პირველი კომენტარი კლინიკის, სადაც გოგონას მაკრატელი ჩაუტოვეს მუცელში

პირველი კომენტარი კლინიკის, სადაც გოგონას მაკრატელი ჩაუტოვეს მუცელშიპირველ კომენტარს აკეთებს მარდალეიშვილის კლინიკა, სადაც 22 წლის გოგოს, ონკოპაციენტს, ოპერაციისას მაკრატელი მუცლის ღრუში ჩაუტოვეს.

-ოპერაცია 9 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მედპერსონალი გადაღლილი იყო და ასეთი რამ მოხდა. ის გვამშვიდებს, რომ ახლა პაციენტს არაფერი ემუქრება, – ამბობენ კლინიკაში.

ახალგაზრდას ოპერაცია სამი თვის წინ ჩაუტარეს. მალე გოგონას გაუსაძლისი ტკივილები დაეწყო. ეხოსკოპიურმა გამოკვლევებმა საგანგაშო არაფერი აჩვენა. გუშინ კი რეტგენის სურათზე სამედიცინო მაკრატელი გამოჩნდა. გოგონას ოპერაცია ,,ნიუ ჰოსპიტალში” ჩაუტარეს, უცხო სხეული ამოუღეს და ახლა თავს კარგად გრძნობს.