ნუგზარ რუხაძე: ,,ნუგ – ასე მეძახდა ოდრი ჰეპბერნი”

ნუგზარ რუხაძე: ,,ნუგ - ასე მეძახდა ოდრი ჰეპბერნი''ტელეჟურნალისტ ნუგზარ რუხაძეს წილად ხვდა ბედნიერება, მსოფლიო კინოვარსკვლავი, ოდრი ჰეპბერნი გაეცნო და მასთან ურთიერთობის საშუალება ჰქონოდა. ბატონი ნუგზარი ამ ბედნიერ შეხვედრას ასე აღწერს:

-ერთი სა­მუ­შაო დღის გა­ტა­რე­ბა მო­მიხ­და მას­თან ერ­თად, რო­დე­საც ის ატ­ლან­ტა­ში ჩა­მო­ვი­და, რო­გორც იუნისეფ-ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. მე ამე­რი­კის ტე­ლე­ვი­ზი­ის სტუ­დი­ამ გა­მაგ­ზავ­ნა მას­ზე სი­უ­ჟე­ტის მო­სამ­ზა­დებ­ლად. უკვე ხან­ში იყო შე­სუ­ლი, თუმ­ცა ის სი­ნათ­ლე და სათ­ნო­ე­ბა სა­ხე­სა და თვა­ლებ­ში მა­ინც შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და.

ეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­ვი­წყა­რი დღე! ისე თბი­ლად მო­მექ­ცა, იქამ­დე მი­ვი­და საქ­მე, რომ სა­ხე­ლი­თაც მომ­მარ­თავ­და – ნუგ, ასე მე­ძახ­და. ვერ გა­ი­მე­ო­რებ­და ჩემს ქარ­თულ სა­ხელს და შე­მოკ­ლე­ბით ვუ­თხა­რი, რო­გორც მე­ძახ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში. ფოტო შემ­თხვე­ვით გა­და­ი­ღო უც­ნობ­მა ფო­ტო­რე­პორ­ტი­ორ­მა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ მო­მი­ტა­ნა – მომ­ცა კონ­ვერ­ტით, რო­გორც სი­ურპრი­ზი.

ოდრი კა­ცობ­რი­ო­ბის გლო­ბა­ლურ მეხ­სი­ე­რე­ბა­ში ისე­თი კლა­სი­კაა, რო­მელ­საც ასა­კი არ შე­ე­ხო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რი­სას იყო ნა­ო­ჭე­ბით სავ­სე, ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი, მას შემ­დეგ სულ რა­ღაც ერთ წე­ლი­წად­ში გარ­და­იც­ვა­ლა… უნდა გი­თხრათ, რომ ეს იყო სი­ნა­ზის ისე­თი აღ­ქმა, რომ­ლის აღ­წე­რაც არ შე­მიძ­ლია, ანუ იმას, რა­საც ჩვენ კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში ვგრძნობ­დით, მა­ნამ ფი­ზი­კუ­რად გა­ვიც­ნობ­დი მას, ეს ყვე­ლა­ფე­რი აღ­მოჩ­ნდა მარ­თა­ლი.