ნინო ნადირაძე: ,,სააკაშვილთან ოჯახს მაღაზიის მზა საკვები მოაქვს! როცა გემრიელი საკვები მოუტანიათ, გემრიელად მიურთმევია! გაბრაზებული ვარ!..”

ნინო ნადირაძე: ,,სააკაშვილთან ოჯახს მაღაზიის მზა საკვები მოაქვს! როცა გემრიელი საკვები მოუტანიათ, გემრიელად მიურთმევია! გაბრაზებული ვარ!.."კლინიკა ,,ვივამედის” ხელმძღვანელმა, კარდიოლოგმა ნინო ნადირაძემ  ,,იმედის” ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა, რომ მესამე პრეზიდენტს ოჯახის წევრები არასაკმარის საკვებს აწვდიან და მასთან გემრიელი საჭმელი კი არა, მაღაზიაში ნაყიდი საკვები მიაქვთ.
_ჩვენც არც კრიტიკული და არც სუბკრიტიკული [მდგომარეობა] გვაქვს. ერთადერთი, რაც ყურადსაღებია, არის წონა, მაგრამ ჩვენ ამ წონას ვერასოდეს დავიჭერთ, იმიტომ, რომ ჩვენი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ოჯახის წევრებს მისი ჯანმრთელობისთვის საჭირო საჭმლის კალორაჟი არ მოაქვთ. გაბრაზებული ვარ.
ეს არის ძალიან მწირი საკვები, რომელიც არ შეიძლება მოიტანო, როდესაც ადამიანი ასე ცუდად იკვებება. მისთვის საჭიროა რაც შეიძლება მრავალფეროვანი საკვები – კარგი სუნით, კარგი გემოთი. მაღაზიის მზა საკვები არ უნდა მოიტანო ამ დროს. ნამდვილად ვიცი, როცა მასთან გემრიელი საკვები მოუტანიათ, ის მას გემრიელად მიურთმევია, – განაცხადა ნადირაძემ და განმარტა, რომ კლინიკა პენიტენციური სისტემის პაციენტების არ კვებავს.
ნინო ნადირაძის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა მძაფრი განცხადებები,
,,მიუხედავად ჩვენი ხვეწნა-მუდარისა, სააკაშვილის ოჯახის წევრებს პატიმრისთვის სამყოფი კალორაჟი არ მოაქვთ საკვებადო, – იმედზე ყვება მორიგ ზღაპრებს! სია კი არა, ციხე უნდა დააშენო ამას თავზე”, – წერს ,,ქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე.