მარიამ ჯიშკარიანი: ,,სააკაშვილი გადასაყვანია რეანიმაციაში! ასეა, ყურად რომ არ იღებენ ექსპერტების რეკომენდაციას”

მარიამ ჯიშკარიანი: ,,სააკაშვილი გადასაყვანია რეანიმაციაში! ასეა, ყურად რომ არ იღებენ ექსპერტების რეკომენდაციას"საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ ჯერ მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ დაწერა სოციალურ ქსელში, შემდეგ კი ცენტრ ,,ემპათიის” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა დაწერა:

,,მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია რეანიმაციაში, საჭიროა ინფუზიური თერაპია. ეს არის, ყურად რომ არ იღებენ ექსპერტების რეკომენდაციას. იხელმძღვანელოს ახლა ურთქმელიძე, ტყემალაძე, კაკაბაძე, კეკელიძის გაიდლაინით მოსამართლე არევაძემ. სამხარაულის დასკვნა ამ ,,გაიდლაინებს” ეყრდნობა”.