დათო ოქიტაშვილი: ,,არ იმსახურებს ქართველი ხალხი ამას, არაააა” – სტვენა მთავარ კონცერტზე

დათო ოქიტაშვილი: ,,არ იმსახურებს ქართველი ხალხი ამას, არაააა" - სტვენა მთავარ კონცერტზემთავარმა საახალწლო კონცერტმა, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან, ხელისუფლების მომხრეებიც კი განარისხა. ბოლოს ოცი მსმენელი შერჩა და სცენაზე გამომსვლელებს უსტვენდნენ – წერენ ,,ოცნების” მხარდამჭერები სოციალურ ქსელში.

,,თავს ვიკავებდი, მაგრამ აფეთქდა ტელეფონი და გადავწყვიტე. დამეწერა.
არავის არ აქვს უფლება, ასეთი შეურაცხოფა მიაყენოს ქართველ მსმენელს თუ მაყურებელს. უგემოვნობის პიკი, ტყუილი, ქაჯობა და უკვე თავგადასული თავხედობა და ეს როდემდე უნდა გაგრძელდეს, დამელოდეთ, დანარჩენს მალე მოგახსენებთ, თქვე ვითომ ,,სვეცკებო” და ამ დროს ქაჯებო.
არ იმსახურებს ქართველი ხალხი ამას, არაააა და თქვენი უნიჭოობის გამო რატო ალანძღინებთ იმ ხალხს, ვინც ამას არ იმსახურებს, არა რატომ… ახლა მიყურონ!” – წერს დათო ოქიტაშვილი.