დადასტურდა ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი – ,,საელჩოში შემოვიდა ოფიციალური შეტყობინება”

დადასტურდა ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი - ,,საელჩოში შემოვიდა ოფიციალური შეტყობინება"ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტი დადასტურდა.

საქართველოს საგარეო უწყებაში ,,პრაიმტაიმს” განუცხადეს, რომ საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა, როგორც გარდაცვლილის ოჯახთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებთან. მათივე ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება.

,,ბელგიაში, საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა,” – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.