საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ 5 ადამიანი მოკლა და 5 პირი დაჭრა

საგარეჯოში ყოფილმა სამხედრომ 5 ადამიანი მოკლა და 5 პირი დაჭრაყოფილმა სამხედრომ, ნოდარ ათუაშვილმა საგარეჯოში სისხლის კალო დაატრიალა. ორი აივნიდან უმისამართოდ დაიწყო სროლა. მოკლულია 5 ადამიანი და დაიჭრა 5 პირი. სპეცდანიშნულების გამოჩენის შემდეგ მან, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

ერთ-ერთი მოკლული პო­ლი­ცი­ე­ლი ოთარ ღვი­ნაშ­ვი­ლია. როგორც ყვებიან, ის ერთ-ერთ მოქალაქეს გადაეფარა, გულის არეში მოხვდა ტყვია და გარდაიცვალა. გადარჩა ის ადამიანი, ვისაც ოთარ ღვინაშვილი გადაეფარა.

ამჟამად პოლიციაში გამოკითხვაზეა ოქროს მოწმე, თავდამსხმელის ვაჟი, რომელიც შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა, მაგრამ გამოიქცა და მას ეზოში უკვე მოკლული ხალხი დახვდა.

ნოდარ ათუაშვილმა სამხედრო სამსახური 2021 წელს დატოვა. ის საერთაშორისო მისიებშიც მონაწილეობდა. ნოდარ ათუაშვილზე ყვებიან, რომ ცოლზე ძალადობდა და მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მისი შემოსავლის წყარო კი კუსტარულად დამზადებული სანადირო დანები იყო, რომლებსაც შავ ბაზარზე ყიდდა. საიდან ჰქონდა ამხელა შეიარაღება, ამას გამოძიება დაადგენს. მამა გარდაცვლილი ჰყავს, დედა კი ერთ-ერთ მონაზონია და ერთ-ერთ მონასტერში ცხოვრობს. ასევე ჰყავს ძმა, რომელთანაც ურთიერთობა არ ჰქონდა.

ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

-აქ არ მოასვენონ ცხედარი. თუ უნდათ, ნაგავში გადააგდონ! – ამბობს ათუაშვილის მეზობელი, რომელიც უმძიმესი ღამის თვითმხილველი გახდა.