ყვავილოვანი კომბოსტოს ზიანი და სიკეთე

ყვავილოვანი კომბოსტოს ზიანი და სიკეთე,,სარკე”, ნინო მაღალაშვილი

ადრე ყვავილოვან კომბოსტოს სირიულს უწოდებდნენ, რადგან ითვლება, რომ მისი მოშენება სირიაში დაიწყეს, შემდეგ კი კუნძულ კვიპროსზეც გავრცელდა. ყვავილოვანი კომბოსტოსგან მომზადებული კერძები დელიკატესად მიიჩნეოდა და მისით მხოლოდ პატივსაცემ სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ.

ყვავილოვანი კომბოსტოს სიკეთე

ის დიდი რაოდენობით შეიცავს ნივთიერებებს, რომლებსაც ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ანტიკანცეროგენული თვისებები. ეს უნიკალური ბოსტნეული უებარია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, ასევე, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და წონაში მატებასაც უშლის ხელს.

კვლევებით დადასტურებულია, რომ ყვავილოვანი კომბოსტო კიბოს განვითარების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევა. განსაკუთრებით ეფექტიანია მისი მიღება ძუძუს, მსხვილი ნაწლავის, ღვიძლის, ფილტვისა და კუჭის კიბოს პროფილაქტიკისათვის. მის ანტიკანცეროგენულ თვისებებს უზრუნველყოფს განსაკუთრებული ქიმიური ნაერთები – გლუკოზინოლატები, რომლებიც შეიცავს გოგირდს. სწორედ ეს ნივთიერებები ანიჭებს ჩვეულებრივ, ყვავილოვან და ბრიუსელის კომბოსტოს განსაკუთრებულ არომატს მომზადების დროს. ეს სასარგებლო ნაერთები საკვების გადამუშავებისას გარდაიქმნება ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენტებად, რომლებიც ხელს უშლის კიბოს უჯრედების განვითარებას.

ნებისმიერ ქრონიკულ დაავადებას, უმეტეს შემთხვევაში, წინ უძღვის ანთებითი პროცესები. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ანთების საწინააღმდეგო ნაერთებით. ანტიოქსიდანტებს შორის, ზემოთ ჩამოთვლილი ვიტამინების გარდა, აღსანიშნავია ბეტა-კაროტინი, კოფეინის მჟავა, რუტინი და სხვ. ეს ნივთიერებები აქვეითებს მჟავიანობის სტრესს, რომელიც ზრდის კიბოსა და სხვა დაავადებების წარმოქმნის რისკს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ანთებითი პროცესები ხელს უწყობს გულისა და სისხლძარღვების, ინსულტის, დიაბეტის, ასევე ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების განვითარებას.

ანთების საწინააღმდეგო თვისებებს ყვავილოვანი კომბოსტო უნდა უმადლოდეს მასში შემავალ კა და ცე ვიტამინებს, ასევე სხვადასხვა ანტიოქსიდანტსა და ომეგა 3-ის ცხიმმჟავებს, რომლებიც სისხლძარღვებს იცავს ათეროსკლეროზული ფოლაქების წარმოქმნისაგან, არეგულირებს არტერიულ წნევას და სისხლში ქოლესტერინის დონეს აქვეითებს.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გარდა ცე ვიტამინისა, ყვავილოვანი კომბოსტო ასევე მდიდარია კა ვიტამინით, რომელიც ამაგრებს ძვლოვან ქსოვილს და აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. კა ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში და ორგანიზმს ამდიდრებს კალციუმით. ერთფეროვანი საკვები, მაგალითად, ფასტ ფუდი, ორგანიზმში კა ვიტამინის რაოდენობას მკვეთრად ამცირებს.

ყვავილოვანი კომბოსტო უჯრედისების ნამდვილი საბადოა, რაც ხელს უშლის ყაბზობას და კუჭ-ნაწლავს საკვების ნორმალურად გადამუშავებაში ეხმარება. ის ორგანიზმიდან გამოდენის ტოქსინებსა და ზედმეტ სითხეს, რაც, მთლიანობაში, ჯანმრთელობას უწყობს ხელს.

ყვავილოვანი კომბოსტოს ზიანი

კვლევების თანახმად, ჰიპოთირეოზის დროს (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება) აუცილებელია მივიღოთ დიდი რაოდენობით უმი ყვავილოვანი კომბოსტო. ამასთან, ეს მოვლენა ძირითადად ემუქრებათ ადამიანებს, რომლებსაც ორგანიზმში იოდის ნაკლებობა აღენიშნებათ.

თუ გაწუხებთ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, რეკომენდებულია მიიღოთ მხოლოდ თერმულად დამუშავებული ყვავილოვანი კომბოსტო და მხოლოდ დღეში ერთხელ.

ზოგიერთს ყვავილოვანი კომბოსტოს უმი სახით მიღების შემდეგ პრობლემები ეწყება საკვების მონელებასთან დაკავშირებით. ამის მიზეზია ნახშირწყლების, დიდი რაოდენობით უჯრედისისა და გოგირდის კომბინაცია, რომლებიც სრულად ვერ შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ. პრობლემის თავიდან ასაცილებლად ყვავილოვანი კომბოსტო აუცილებლად თერმულად უნდა დავამუშაოთ.

ყვავილოვანი კომბოსტო შეიცავს ნაერთებს, რომლებსაც პურინები ეწოდება. პურინები ორგანიზმში შარდმჟავად გარდაიქმნება და მარილების სახით ილექება. აქედან გამომდინარე, თუ გაწუხებთ პოდაგრა ან გაქვთ თირკმლებში კენჭები, ყვავილოვანი კომბოსტოს დიდი რაოდენობით მიღებამდე სასურველია ექიმის კონსულტაცია, თუმცა მცირე რაოდენობით მიღების შემთხვევაში რისკი თითქმის არ არსებობს.

ყვავილოვანი კომბოსტო კულინარიაში

ყვავილოვან კომბოსტოს წვავენ ან შუშავენ ზეთში ან კარაქში. ის შეგვიძლია მივირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი, ასევე, გამოიყენება გარნირად ხორცისა და ბოსტნეულისგან მომზადებულ კერძებთან.