ნიკა მელია პეტრე ცისკარიშვილზე: ,,მეგონა, ვიცნობდი, ვენდობოდი”

ნიკა მელია პეტრე ცისკარიშვილზე: ,,მეგონა, ვიცნობდი, ვენდობოდი"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის გენერალურ მდივანზე ინგა გრიგოლიას ,,რეაქციაში” ამბობს, რომ მას თურმე არ იცნობდა.

-პეტრე ცისკარიშვილი იცით, ხომ? მეც მეგონა, რომ ვიცოდი და ვიცნობდი. ადამიანს აბსოლუტურად ვენდობოდი. ამ ერთი ისტორიით გაჩნდა ეჭვი, დანარჩენზე არ ვისაუბრებ. მე და პეტომ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, ზეგ ჩავატაროთ შეხვედრა, ვინაიდან ხვალ ეკა ხერხეულიძე მიდის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, მე ვაპირებდი ბრიუსელში, ლისაბონში, კიევში… პეტრემ საკომუნიკაციო ჩატშიც დაწერა, მეგობრებო, ხვალ 12-ის ნახევარზე შევიკრიბოთ, ყველა გამოვცხადდეთო. მოვიდა 12-ის ნახევარი, ყველანი გამოვცხადდით და პეტო ცისკარიშვილი პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში წავიდა და იქ დადგა, თუმცა ბრიფინგზე არ ჩანდა…

შემთხვევითობას ვერ დავიჯერებ. შენივე დანიშნულ შეხვედრაზე რომ არ მოდიხარ, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რომ ვმსჯელობთ, მისი პროცესები რომ არის წინ… გენერალური მდივანი გქვია, პატივს გცემ, ჩემი სამუშაო ოთახის გვერდით ზის ადამიანი და… ასე მხოლდ იძაბება სიტუაცია. ეს ფაქტი არის გაუგებარი ჩემთვის… რაც საზოგადოებას აინტერესებს, მომავალში ვისაუბრებ. დღეს ხომ ნათელია, რომ გარდა ვითარების დაძაბვისა, არაფერი მოუტანია ამას