,,ჩემი შვილი არის მორგში, არის გაყინული…” – რუსკა ხუციშვილის უმძიმესი მიმართვა

,,ჩემი შვილი არის მორგში, არის გაყინული..." - რუსკა ხუციშვილის უმძიმესი მიმართვამძიმე მდგომარეობაშია 16 წლის მარიამი ოჯახი, რომელიც მიელოიდურ ლეიკემიით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. ოჯახს ცხედარს საავადმყოფოდან არ ატანენ, რადგან მარიამის სახელზე 44 ათასი დოლარის დავალიანება ირიცხება.

მარიამის დედამ რუსკა ხუციშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს:

-თუ არ დავფარებთ 44 ათასს, ბავშვს არ გაგვატანენ… ხალხი რიცხავს, ცოტ-ცოტა გროვდება, არ ვიცი, როდის უნდა წავიყვანო ჩემი შვილი… საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არავინ დაგვკავშირებია, დავალიანება ისევ რჩება… ჩემი ბავშვი არის მორგში, არის გაყინული, როდემდე უნდა იყოს გაყინული. ყველას მადლობა, ვინც დამეხმარა, არავინ დაგვკავშირებია ჩვენ. საელჩო გადასვენებაში დაგვეხმარება… თუ ვერ გადავიხადეთ თანხა, ეგეთი ინფორმაციაც არის, რომ წაიყვანენ და დამარხავენ სადღაც აქ, თურქეთის მიწაზე…მინდა, ჩემი შვილი წავიყვანო და ქრისტიანულად დავკრძალო, დაიტიროს მამამ და ჩემმა და-ძმებმა, ახლობლებმა.