ლევან ლაზარიშვილი: ,,უცხო ცივილიზაციებზე ამერიკას და რუსეთს აქვთ ინფორმაცია, მაგრამ გვიმალავენ”

ლევან ლაზარიშვილი: ,,უცხო ცივილიზაციებზე ამერიკას და რუსეთს აქვთ ინფორმაცია, მაგრამ გვიმალავენ'',,სარკე”, რუსუდან ადვაძე

მომღერალი ლევან ლაზარიშვილი ნახატების სერიას ქმნისბ რომელსაც სახელად “მე ვარ სამყარო” დაარქვა. ყოველ ტილოს, სადაც გალაქტიკის მისეული ხედვაა ასახული, კონკრეტულ ადამიანს და მის აურას უძღვნის. ამისათვის კი სჭირდება, იმ პიროვნებას კარგად იცნობდეს და მისი ნახატების ადრესატებიც მხოლოდ საახლობლო წრიდან არიან.

ლევან ლაზარიშვილს გალაქტიკის ხატვა შემთხვევით არ დაუწყია, სჯერა, რომ სამყაროში სხვა ცივილიზაციებიც არსებობენ და ადამიანთა უკვდავ სულებს ერთმანეთთან შეხვედრა ასტრალში შეუძლიათ. რამდენიმე წელია სამყაროს ჭვრეტა სულ სხვა თვალით დაიწყო, ამ თემას სულ უფრო უღრმავდება და ამის შესახებ “სარკესაც” უყვება.

ლევან ლაზარიშვილი: ჩვენ უკვდავი სულები ვართ, არ ვმთავრდებით ისევე, როგორც ღმერთი არ მთავრდება. მოვდივართ მატერიალურ სამყაროში და მოგვაქვს ის სინათლე, რაც ჩვენს სულს გააჩნია. მთავარია, მაქსიმალურად შევასრულოთ ის მისია, რა მისიითაა ვართ ამ სამყაროში მოსული. მოვდივართ იმისთვის, რომ ვეხმარებით იმ ცივილიზაციას, რომელშიც ვცხოვრობთ და მეორე, ვეხმარებით ჩვენს სულს და გვინდა, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს, ვიდრე დაბადებამდე იყო.

– ანუ რეინკარნაციის გჯერათ?

– რა თქმა უნდა.  ჩვენ ბევრჯერ ვიბადებით, უბრალოდ გვებლოკება მეხსიერება და ეს აღარ გვახსოვს. არაპოპულარულ რამეს ვიტყვი და ვიღაც იფიქრებს, გიჟიაო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვართ ჰიბრიდული ცივილიზაცია. არსებობენ არამიწიერი ცივილიზაციები, რომლებსაც ჩვენთან კონტაქტი უნდათ. რუსეთს,  ამერიკას და სხვა სახელმწიფოებს ამაზე ინფორმაცია აქვთ და გვიმალავენ,  რადგან თვლიან, რომ კაცობრიობა ამისთვის მზად არ არის.

– თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია?

– მე მაქვს კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებსაც უცხო ცივილიზაციებთან ურთიერთობა აქვთ.

– რაიმე ფიზიკური მტკიცებულება მაინც ხომ უნდა არსებობდეს, რომ სხვა ცივილიზებული სამყაროც არსებობს.

– სხვა ცივილიზაციები მაქსიმალურად ცდილობენ, არ მოგვცენ რაიმე სახის ფიზიკური მტკიცებულება, რადგან ამ შემთხვევაში ნათლად დავინახავთ, რომ არსებობს ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციები და მაშინვე დავიწყებთ მათგან დახმარების თხოვნას – ეს გვასწავლე, ეს გვინდაო… რადგან ამდენი გავიგე, ამ სამყაროს ისე ვეღარ ვუყურებ, როგორც აქამდე ვუყურებდი და,  მაგალითად, ამ ჩემი ნახატებით ხალხამდე მიმაქვს სიკეთე – ვხატავ და ვჩუქნი.

ადამიანები როცა გაითავისებენ, რომ ისინი არიან არამატერიალური, უკვდავი არსებები, რომელთა სულსაც ასტრალშიც იგივე აზროვნება აქვს, როგორიც ჰქონდათ სხეულში, დამთავრდება მატერიალიზმი, გაუმაძღრობა, ერთმანეთის მიმართ ბრალდებები, ზიზღი, ომი…

– ერთ დროს ძალიან პოპულარულ ბიჭს გცნობენ ქუჩაში?

– იშვიათად. არ ვარ დაინტერესებული და არც მაქვს პრეტენზია, რომ მცნობდნენ.

– პირადი ცხოვრება აიწყეთ მას შემდეგბ რაც ტყუპების დედასბ მაიკო კაჭკაჭიშვილსბ გაშორდით?

– არაბ ოჯახი აღარ შემიქმნია და არც მდომებია.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”