,,დიდხანს ვეღარ გაძლო საყვარელი მეუღლის გარეშე” – თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა

,,დიდხანს ვეღარ გაძლო საყვარელი მეუღლის გარეშე" - თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალასტუდია ,,თელა” სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს, რომ ცნობილი ქორეოგრაფი, თენგიზ გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.
,,დიდი გულისტკივილით გატყობინებთ, რომ გარდაიცვალა სტუდიის დამფუძნებელი და საქართველოში სპორტ-ცეკვების დამაარსებელი,
პროფესორი ბ. თენგიზ გაჩეჩილაძე. საქართველოს სპორტ-ცეკვების დამსახურებული და სახელოვანი პირველი პრეზიდენტი
ჩვენი უსაყვარლესი პედაგოგი. დაკრძალვა სამშაბათი, 6 სექტემბერი 3 საათი”, – წერია სტუდიის განცხადებაში.
ერთი წლის წინ მისი მეუღლე, ქორეოგრაფი ლარისა გაჩეჩილაძე გარდაიცვალა.
,,ჩემი უთბილესი და უსაყვარლესი, მადლობა რომ არსებობდით”, ,,დიდხანს ვეღარ გაძლო საყვარელი მეუღლის გარეშე”, – წერენ სოციალურ ქსელში და ოჯახს ამ დიდ დანაკლისს უსამძიმრებენ.