სუხიშვილების მოცეკვავე გარდაიცვალა – ,,გუშინ კონცერტს მოვრჩით და ეს ამბავი მალევე მოხდა”

სუხიშვილების მოცეკვავე გარდაიცვალა - ,,გუშინ კონცერტს მოვრჩით და ეს ამბავი მალევე მოხდა"გუშინ ,,სუხიშვილების” მოცეკვავე კობა მეტრეველი გარდაიცვალა. ანსამბლის წევრებმა ეს ამბავი გუშინ ბათუმში გამართული კონცერტის მერე გაიგეს.

– მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ავადმყოფობის შესახებ, მის გარდაცვალებას არ ველოდით. გუშინ ბათუმში კონცერტს  მოვრჩით და ეს ამბავიც მალევე მოხდა… ქიმიოთერაპიას იკეთებდა. რაღაც პერიოდი კარგი ანალიზებიც ჰქონდა. დაავადება ფილტვიდან დაიწყო და ღვიძლზე გადავიდა… ბოლოს ყველა ორგანო უფუნქციო იყო…

კობა ,,აჭარულის” სოლოს ასრულებდა. მახსოვს, ,,აჭარულის” დროს დაეწყო ჩივილები, წელი მტკივაო, ამბობდა. წელის ტკივილი, ასე თუ ისე, ყველას გვაქვს. მერე ანალიზებს რომ მიჰყვნენ, აღმოაჩინეს ეს პრობლემა. მერე კოვიდი შეხვდა და სავარაუდოდ, ამ დაავადების პროვოცირება გამოიწვია და დაჩქარა…

მხნედ იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ტკივილს გაუძლო. ფილარმონიაში ოჯახთან ერთად სოლო კონცერტებზე მოდიოდა… გუშინ იხსენებდა ჩემი მეგობარია, ყარაჩოღელის ცეკვისას დაფრინავდა. თავისუფლად და თავისი მანერით ცეკვავდა. უყვარდა “აჭარული”. თავისებური ცეკვის მანერა და ქართული იერი ჰქონდა, – ამბობს ,,პრაიმტაიმთან”კოსტა ყურაშვილი.