პარლამენტმა 6 თვეში რესტორნებში 207 000 დახარჯა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კი დღეში 1.3 ლარად კვებავენ

პარლამენტმა 6 თვეში რესტორნებში 207 000 დახარჯა, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს კი დღეში 1.3 ლარად კვებავენარასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2022 წლის იანვრიდან ივლისამდე პერიოდში, 6 თვეში პარლამენტმა 207 000 ლარზე მეტი რესტორნებში დახარჯა.

,,2022 წლის პირველი ორ კვარტალის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის ფავორიტ რესტორნებს შორის პირველ ადგილს შპს ჯი ემ თი მთაწმინდა იკავებს. პარლამენტმა აღნიშნულ რესტორანთან სამი, ჯამში 80,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.

2022 წლის ფავორიტ კომპანიებს შორის მე-2 ადგილს შპს მონოგრაფი იკავებს, რომელთანაც 29,500 ლარის ღირებულების სამი ხელშეკრულება გააფორმა პარლამენტმა. კვების ობიექტებს შორის, რომლებთანაც პარლამენტმა ხელშეკრულებები გააფორმა არიან: ქეთო და კოტე, ჩვენი ეზო, აივანი, კოპალა 7, ჯიქეი ვაინერი, კაფე ახვლედიანი #6, აი ღვინის სახლი…”. – წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია უფასო სასადილოების ბენეფიციარებს დღეში 1.3 ლარად კვებავს. საკვების უხარისხობის გამო ბენეფიციარები ხშირად მხოლოდ პურს ჭამენ.