ლოლა წერეთელი: ,,მანძილი ჩვენს სიყვარულს კიდევ უფრო ამძაფრებს და მონატრება მატულობს”

ლოლა წერეთელი: ,,მანძილი ჩვენს სიყვარულს კიდევ უფრო ამძაფრებს და მონატრება მატულობს",,სარკე”,  ია ქუთათელაძე

მომღერალ ლოლა წერეთლის პირადი ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო და დღემდე ასეა. მომღერალი ,,სარკეს” საქმესა და პირადზე ესაუბრა, გთავაზობთ ამონარიდებს.

– თქვენს პირად ცხოვრებაზე ამბავი გავრცელდა, რომ გყავთ საქმრო. რაიმე სიახლე ხომ არ არის ამ მხრივ – ვკითხეთ მომღერალ 

– შეყვარებული ვარ და თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემი რჩეული დედით სომეხია, მამით – ფრანგი, ცხოვრობს პარიზში, თავისი ბიზნესი აქვს – ავტოიმპორტიორია. რობერტი ჰქვია. ჩემი ოჯახური ცხოვრება თბილისში ყველას თვალწინ მიდიოდა და ხშირად განსჯის საგანი გამხდარა ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს (მომღერალი გიორგი წერეთელი, ავტ.) შორის არსებული ასაკობრივი სხვაობა. რობერტი და მე კი თანატოლები ვართ.

ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი გავიცანით, ისრაელში კონცერტის შემდეგ მეგობრებთან ერთად ბარში წავედით, იქ ვიმღერე და ეტყობა, ყურადღება მივიქციე. თავად წარმოსადეგი, მომხიბლავი მამაკაცია. გაცნობის შემდეგ მუდმივი კონტაქტი გვქონდა, სატელეფონოც და სოციალური ქსელებითაც. ცოტა სომხური იცის, ყურსასმენების საშუალებით ჩვენი საუბარი ჩვენთვის გასაგებ ენაზე ითარგმნება, რაც მთავარია, “მე შენ მიყვარხარ” იცის რუსულადაც და სომხურადაც.

მანძილი სიყვარულს კიდევ უფრო ამძაფრებს და მონატრება მატულობს. ზოგადად ქალისთვის სიყვარული აუცილებელია, ეს მის თვალებში ისეთ სხივს ანთებს, რომელიც მთლიანად ცვლის და ანათებს მის არსებას.