ლაშას გეგმიური კვლევები სჭირდება და ტყიბულიდან თბილისში მგზავრობის ფულიც კი ოჯახისთვის დიდი დახმარება იქნება – ბებიის თხოვნა საზოგადოებას

ლაშას გეგმიური კვლევები სჭირდება და ტყიბულიდან თბილისში მგზავრობის ფულიც კი ოჯახისთვის დიდი დახმარება იქნება - ბებიის თხოვნა საზოგადოებასლაშა კეთილაძის ბებია საზოგადოებას შვილიშვილისთვის დახმარებას სთხოვს. საქმე ის არის, რომ ლაშამ მძიმე სენი დაამარცხა, მაგრამ გეგმიური კვლევები სჭირდება. ოჯახი ტყიბულში ცხოვრობს და მგზავრობის ფულიც კი მათთვის დიდი შეღავათი იქნება.
,,ლაშა ფაქტობრივად ჩვენ თვალწინ იზრდება.. საოცარი შეგრძნებაა, რომ აკვირდები, როგორ მაღლდება, ამოსდის თმები, ახალი კულულები, ყოჩაღად არის, მაგრამ მკურნალობის შემდეგ გეგმიური კონტროლი აუცილებელია.
ლაშას ბებია ზრდის. მისმა ბებიამ კვლავ მორიდებით მოგვწერა და დახმარება გვთხოვა, ნებისმიერი ოდენობის დახმარება გამიხარდებაო.

ლაშას მკურნალობის აქტიურ პერიოდში გარდაეცვალა გამზრდელი ბაბუა ლეიკემიის დიაგნოზით, ამიტომაც ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა.
ლაშას დიაგნოზია კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა. მკურნალობა წარმატებით დაასრულა და ახლა კონტროლზეა. რაც შეხება ხარჯებს რისთვისაც ვაგროვებთ თანხას. ოჯახი ტყიბულიდან არის და უჭირთ მგზავრობის და დღიურად ბინის ქირის თანხა. მრტ კვლევა 1200 ლარამდე ჯდება, ნაწილს დაფინანსება შეეხება, დანარჩენი კი ოჯახის დასაფარია. ამ საბუთებისთვისაც ლაშას ბებიას ტყიულიდან ჩამოსვლა უწევს. ლაშამ ცოტა ხნის წინ ხელი მოიტეხა და ესეც დამატებით ხარჯი აღმოჩნდა. წინა კვლევების დროს თიმუსის ჯირკვალი ჰქონდა გადიდებული და გადაკონტროლება დასჭირდება.
წინა პოსტით ლაშას 1300 ლარამდე ავუგროვეთ. ახლაც რომ იგივე შევძლოთ,  იქნება უდიდესი კეთილი საქმე”, – წერს ანნა სააკაძე.
თიბისი ბანკი
#GE80TB7537945068100004
მიმღები: მაია კეთილაძე (ბებია)
ლიბერთი ბანკი
#GE24LB0711123241767001
მიმღები: მაია კეთილაძე (ბებია)