კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ ,,ღამის სერენადების” პრესკონფერენცია ბათუმის თეატრში

კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალ ,,ღამის სერენადების” პრესკონფერენცია ბათუმის თეატრში24 აგვისტოს, 14 საათზე, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “ღამის სერენადების” პრესკონფერენცია გაიმართება.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ქალაქ ბათუმის მერის მოადგილე სოფო ხალვაში, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი და კომპანია “არტ ალიანსის” დამფუძნებელი ნინა ცაგარელი.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო, საფრანგეთი) გლორია კამპანერი (ფორტეპიანო, იტალია), ალესანდრო კარბონარე (კლარნეტი, იტალია), მარიო სტეფანო პიეტროდარკი (ბანდონეონი, იტალია), საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია), ქეითი მაჰანი  (ფორტეპიანო, აშშ) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები”.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტ ალიანსი“. ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ მხარდამჭერები არიან:  ქალაქ თბილისის მერია , ქალაქ ბათუმის მერია; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული ფრანგული ინსტიტუტი .

ფესტივაის ოფიციალური მზღვეველია კოპანია „არდი“. ფესტიvალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი. პარტნიორები:  ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“, კომპანია „ფუდალიანსი“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, პარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“,  კომპანია “სარაჯიშვილი“, „ხომლის მარანი“, მეღვინეობა “თიესვი“, ,ფარმაცეპტული კომპანია „პსპ“.

საინფორმაციო მხარდამჭერი: ჟურნალი „სარკე“, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, პირველის არხის ონლაინ-პლატფორმა „სცენა“. ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოს ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, ამბები.ჯი  საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმსი“, ,,ევორდი”, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთუ „Messenger“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი.