,,ბოდიში გაქვთ მოსახდელი ამ ადამიანების წინაშე!.. ამაზრზენია! სირცხვილია!” – პოსტერები, რომლებმაც ხალხი აღაშფოთა

,,ბოდიში გაქვთ მოსახდელი ამ ადამიანების წინაშე!.. ამაზრზენია! სირცხვილია!" - პოსტერები, რომლებმაც ხალხი აღაშფოთაACAG-ის და GrizWave-ის ერთობლივმა პრინტკონკურსმა ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი გააღიზიანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც ამ დაავადებასთან ბრძოლა უწევთ.
,,არ მოაჭრევინო” და დანარჩენებიც არის არასწორი გამოხატვის ფორმა და არის ფარული წახალისება მკურნალობის ქირურგიულ, თუ მედიკამენტურ მეთოდზე უარის თქმის მათთვის,  ვისაც ეს სჭირდებ, არანაირი კავშირი არ აქვს სკრინინგთან, კომპეტენტურთან გაგევლოთ კონსულტაცია”, ,,პირველად მომინდა დარეპორტება, სამარცხვინო ამბავი!”, ,,ეს რა დაცინვა და მასხრად აგდებაა იმ ხალხის, ვინც კიბოს ებრძვის! განსაკუთრებით ამაზრზენია ,,ნუ აჭიანურებ” და ,,ხელს რა გიშლის”, ,,უფანტაზიობის უკულტურობის, სიბეცის ზეიმი უფროა! ასეთ ფაქიზ თემაზე ,,მილიონჯერ უნდა გაგეზომათ და მერე გაგეჭრათ”, ,,იქნებ მიხვდეთ და აიღოთ ეს საცოდავი, არაადეკვატური და სტერეოტიპული მარაზმი!”, ,,სრული არაემპათიურობა იკითხება და რეზინის ძუძუს იქით არ მიდის კრეატივი. გამოყენებული ანალოგიები კიდევ უფრო უარესი”, ,,წარმოდგენა არ აქვთ იმაზე, რაზეც მუშაობდნენ”, ,,ქალი, რომელმაც ძუძუს კიბო დავამარცხე და აქტიურად ვარ ჩართული ცნობიერების ამაღლების ყველა კამპანიაში, ცოტა მინახავს ასე ყოველმხრივ დამახინჯებული პერფორმანსი”, ,,არ მოაჭრევინო? მართლა ძალიან სირცხვილია ასეთ სენსიტიურ თემასთან იუმორი, გიფიქრიათ, როგორი რეაქცია ექნებათ იმ ქალებს, ვისაც ძუძუს კიბო აქვს და ამ ცინიკურ, გამაღიზიანებელ პოსტერებს ნახავს, ვინც ახლა ქიმიის გადასხმებს იკეთებს და ძუძუს კიბოსთან ომის ჭიდილშია? ეს აუდიტორია არ გაგხსენებიათ?”, ,,ეს არის დაცინვა იმ ადამიანების, ვინც ადრეულ სტადიაზე ვერ აღმოაჩინა ძუძუს კიბო და თქვენ ბოდიში გაქვთ მოსახდელი ამ ადამიანების წინაშე. რა მატლი, ხო კარგად ხართ?”, ,,არაეთიკურია ასეთ სენსიტიურ თემებზე ,,ზე-კრეატიული” თამაში და თან გამოქვეყნება, ეს ძააან ფსკერია, ონკოლოგიაში არის ასე _ არაფერი ვარგა გადამეტებული და ნათქვამია, როცა პრობლემის თავიდან ასაცილებლად გაუთავებლად ვსაუბრობთ დიაგნოზის ადრეულ დადგენაზე, ან სკრინინგზე არ უნდა დაგვავიწყდეს პაციენტები, ვინც დიაგნოზი ვერ გაიგო საწყის სტადიაზე, ან უწევს მკურნალობის რთული გზა და ,,მოჭრაც!”, რასაც მედიცინაში ასე არ უწოდებენ. როცა ხაზს ვუსვამთ დავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის პლუსებს, მათი უფლებები ასევე უნდა იყოს დაცული”, – წერენ სოციალურ ქსელში.