კახა კინწურაშვილი: ,,ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ”

კახა კინწურაშვილი: ,,ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ კანდიდატის სტატუსი ვერ მივიღეთ"ტელეკომპანია „იმედის“  პროექტების წამყვანმა, მსახიობმა კახა კინწურაშვილმა „დილის შოუს“ ეთერში გააკეთა განცხადება, რომელსაც ტელეიმედის ეთერიდან არავინ მოელოდა.

-ის, რომ ევროკავშირის კარი გაიღო ეს რეალურად არის იმ ადამიანების დამსახურება, ვინც რეალურად მოიპოვა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვის სახელთანაც ასოცირებულია 9 აპრილი, ვინც 30 წლის განმავლობაში შეეცადა საბჭოთა მენტალიტეტის მოშორებას, ვინც თავის შვილებს ასწავლა თანაგრძნობა, ადამიანების გვერდით დგომა, საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანება; იმ ქალების დამსახურებაა, რომლებმაც თავიანთი შვილების განათლებისთვის ბევრი იწვალეს, იშრომეს, საზღვარგარეთაც წავიდნენ და აქაც; იმ კაცების დამსახურებაა, ვინც თავისი ხმა და ღირსება არ დაკარგა, ხოლო ის, რაც წერია, დანარჩენი პირობები და ის, რომ ვერ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ და მხოლოდ, ჩემი აზრით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ასე რომ, არა უშავს, ყველაფერი წინ არის, ფარდა ახდილია და უკეთესი მომავლის იმედი ყოველთვის გვაქვს, – მიმართა კახა კინწურაშვილმა მაყურებელს.