გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,ვინ არის ევროპარლამენტარი?! არასწორი გზისკენ რომ გიბიძგებს, მთავრობას ძირს უთხრის…”

გორის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,ვინ არის ევროპარლამენტარი?! არასწორი გზისკენ რომ გიბიძგებს, მთავრობას ძირს უთხრის..."გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე კრემლის პროპაგანდისტების ეთერში იჯდა და ევროპარლამენტარებს აკრიტიკებდა. მატ ლანძღვაში ალტინფოელი წამყვანი მჟავანაძეც უბამდა მხარს.

რაზმაძე: რას ბედავ, შენ როგორ აკრიტიკებ ევროპარლამენტარებსო. ვინ არის ევროპარლამენტარი? ჩემნაირი ადამიანია… შენს ხელისუფლებას, შენს ქვეყანას ძირს რომ უთხრის, არასწორი გზისკენ რომ გიბიძგებს და ამბობ, იმას ჩვენ არ გავაკრიტიკებთო, რა ევროკავშირზეა ლაპარაკი, აზიაც მეტია ჩვენზე. დამიჯერეთ, ,,ოცნების” მომხრეც ბევრი იყო იმ აქციაზე. ვისაც აქვს ანალიზის უნარი, მიხვდება, რომ ეს იყო დადგმული სპექტაკლი, რომელიც დიდი ხანია მზადდება.

მჟვანაძე: თუ აქციას აწყობ, წადი და ეროკავშირის ოფისთან გააკეთე, კანდიდატობა რომ მოგცეს. ვერ ვხვდები, ხელისუფლებას რატომ სთხოვ, როცა მან ყველაფერი გააკეთა ამ კანდიდატობისთვის. თუ ვინმე ,,ოცნებიდან” იქ იყო აქციაზე, პარტიიდან გასარიცხია და ის ჟურნალისტებიც ,,პირველი არხიდან”, სახელმწიფო არხიდან გასაყრელები არიან! ჩემი ფულით რატომ უნდა ვაფინანსებდე სარევოლუციო გეგმაში მონაწილეებს?!