გიორგი ყიფშიძე: ,,ცოლის კალთაში ჩავდე თავი და იმ გოგოზე ვტიროდი… ეს არაკაცური საქციელი იყო”

გიორგი ყიფშიძე: ,,ცოლის კალთაში ჩავდე თავი და იმ გოგოზე ვტიროდი... ეს არაკაცური საქციელი იყო"მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ია ფარულავას გადაცემაში ,,ია ფარულავას ფარულ კონვერტში” ისაუბრა რომანზე, რომელმაც თავბრუ დაახვია. მაშინ მას მეუღლე ჰყავდა და მასთან გაშორების მიზეზი სწორედ ეს გახდა.
-ქალი გამოჩნდა, რომელიც რომანივით გამეჩითა ცოლის პერიოდში. ძალიან ავიჭერი. დავინახე თუ არა, ეგრევე მიმიზიდა. ძალიან მაგარი გოგო იყო. იმდენად ავიჭერი, რომ არასწორი საქციელები ჩავიდინე. მაგალითად, ჩემი ცოლის კალთაში ჩავდე თავი და ვტიროდი მის რაღაცაზე. ეს ცოლისთვის იმდენად შეურაცხმყოფელი იყო…
როგორ შემეშალა, ახლაც ვერ ვპატიობ ჩემს თავს. ძალიან ცუდი რამ გავაკეთე. მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველაფრისთვის, რაც ვაწყენინე. ეს არაკაცური საქციელი იყო. ვტიროდი, გოგომ როგორ მიმატოვა და როგორ ვიჩხუბეთ. ეს ფაქტი გავშალე. გესმით, რა არასწორი რაღაც გავაკეთე? ანამ ტირილი დაიწყო და გავარდა, – მოუყვა მსახიობი მაყურებელს და იქვე აღნიშნა, რომ სწორედ იმ დროს მისი პალტოს ნაკერში ოჯახის წევრებმა ჯადო იპოვეს.
-ჯადოს გავლენის ქვეშ ვიყავი, არავის რჩევა მესმოდა. პალტოს კუთხეში იპოვეს ჯადო. იყო ფოტო, ზეთოვანი, ქონივით რაღაც ჰქონდა წასმული და ფოტო ამისგან წაშლილი იყო, შიგ იდო თმა და მოჭრილი ფრჩხილები, ყველაფერი კი ძაფით იყო შეხვეული. პალტოს მეორე კუთხეში იგივენაირი რაღაც მე ვიპოვე, უნიტაზში ჩააგდო დედაჩემმა. ამ ჯადოს გადაგდების შემდეგ თითქოს იმ წამსვე თვალი ამეხილა, იმ გოგოსთან მორჩა ისტორია. რაც შეეხება ანის, მან ვვეღარ მაპატია. ერთად ვიყავით, მაგრამ არ ვიყავით და დავშორდით, – გაიხსენა გიორგი ყიფშიძემ გადაცემაში.