,,უთხრეს, რომ გულის გადანერგვა უნდა გაეკეთებინა დაუყოვნებლივ” – რას ყვებოდა ლევან ვასაძის მეგობარი

,,უთხრეს, რომ გულის გადანერგვა უნდა გაეკეთებინა დაუყოვნებლივ'' - რას ყვებოდა ლევან ვასაძის მეგობარირუსეთის მეგობარმა ლევან ვასაძემ საქართველოში ტელევიზია გახსნა, – ამის შესახებ ნოდარ მელაძის „შაბათის“ ანონსი იუწყება. ამავე ანონსიდან ირკვევა, რომ ვასაძემ გვერდით ქეთი დოლიძე, ნუგზარ რუხაძე და ზაზა შათირიშვილი შემოიკრიბა. ანონსში ქეთი დოლიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ეუბნება: „იცი, ვინა ხართ? რუსულად უნდა ვთქვა, „შაკალები“ ხართ“.

რამდენიმე ხნის წინ ლევან ვასაძის მეგობარი სოსო მანჯავიძე  ,,სარკეს” მოუყვა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ერის” ლიდერი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მას გულის გადანერგვა სჭირდებოდა.

სოსო მანჯავიძე;

-თურქეთში გულის ამილოიდოზის დიაგნოზი დაუსვეს. უთხრეს, დაუყოვნებლივ გაეკეთებინა გულის გადანერგვა. მაშინვე დაუკავშირდნენ მოსკოვში ლეო ბოკერიას და, რამდენადაც ვიცი, მან უთხრა, რომ გადანერგვის გარეშეც შეიძლებოდა მკურნალობა. ავადმყოფობა იშვიათია და ბევრი სპეციალისტი ჩაერთო, კონსილიუმები იმართებოდა. დაუდგინდა მიელომაც, რომელიც ძვლის ტვინის დაავადებაა და, საბედნიეროდ, პროცესი შორს არ არის წასული.

მკურნალობის ის კურსი, რომელიც დანიშნული აქვს, მიზნად ისახავს, რომ ამილოიდოზის ცილა, რომელიც დალექილი აქვს გულში, მოაცილოს, გაანეიტრალოს. მკურნალობის შედეგად პროცესები სიკეთისკენ წავიდა, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს და კარგად ებრძვის ავადმყოფობას. დიდი იმედია განკურნების, თუმცა, როგორც თავად ამბობს საკმაოდ ხშირად, ძალიან მძიმე მკურნალობის კურსს გადის. ეს არის ქიმიის გადასხმები.

– სისხლის ამგვარი დაავადების დროს ძვლის ტვინის გადანერგვას აკეთებენ. ამაზე საუბარი არ არის?

– ძვლის ტვინი რომ გადაინერგოს, საჭიროა, გულის ფუნქცია ავიდეს გარკვეული მაჩვენებლის ზემოთ.  ძალიან ძვირადღირებული მკურნალობაა და თვითონ ლევანმაც თქვა, ამისთვის მზად მეც კი არ ვიყავი და ხალხი რა დღეშიაო… თანხა ერთია და თან თუ არასწორი დიაგნოზი დაგისვეს, რა ხარჯებიც მოჰყვება, ეს რომ დათვალო ადამიანმა…

– ბიზნესიც აქვს და სახლიც რუსეთში. იქ მარტოა?

– დიახ, აქვს იქ ბიზნესი და იმასაც მართვა უნდა. ბინაც აქვს და მასთან ერთად იყო მეუღლე, რომელიც ახლა ჩამოვიდა და ისევ წავა. ლევანის სიდედრიც იქ არის.