რატი ბრეგაძე: ,,ტყუილია, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება”

რატი ბრეგაძე: ,,ტყუილია, რომ სააკაშვილი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება"იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მასმედია დეზინფორმაციას ავრცელებს მის ჯანმრთელობაზე.

-მიხეილ სააკაშვილი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას. ეს არის ტყუილი, რომ ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად. ეს არის მავნებლობა! მას 24 საათის განმავლობაში აქვს სამედიცინო მომსახურება. თუ ვინმეა დაინტერესებული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით, ეს ვართ ჩვენ.

ჩვენ არ გვითქვამს, რომ ექიმებს უნდობლობას ვუცხადებთ, მაგრამ გვაქვს კიტხვები, რომლითაც მივმართეთ სახალხო დამცველს და იმსჯელოს სამედიცინო საზოგადოებამ.

როგორც ნებისმიერი პატიმრის შემთხვევაში, პენიტენციური სამსახური ზრუნავს მის ჯანმრთელობაზეც. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური.