პენიტენციური სამსახური: ,,სასწრაფო დახმარება სხვა პატიმარს დასჭირდა”

პენიტენციური სამსახური: ,,სასწრაფო დახმარება სხვა პატიმარს დასჭირდა"გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ, არასწორი აღმოჩნდა. რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მართლაც შევიდნენ სასწრაფო დახმარების ექიმები, მაგრამ, როგორც ამბობენ, სხვა პაციენტი გადაიყვანეს მწვავე მუცლით.

პენიტენციური სამსახურიც აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარება სხვა პატიმარს დასჭირდა.

გიორგი სააკაშვილი ამბობს, რომ მათ განცხადებას არ ენდობა.

-ჯერ უნდა დაველოდოთ ინფორმაციას, მათ არ ვენდობი, არ მჯერა პენიტენციური სამსახურის განცხადების, – ამბობს მესამე პრეზიდენტის ძმა.