ნიკა ქაცარიძის მეგობრები და ფონდი ,,რეი” მისი ოჯახისთვის გაერთიანდნენ – საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრში

ნიკა ქაცარიძის მეგობრები და ფონდი ,,რეი" მისი ოჯახისთვის გაერთიანდნენ - საქველმოქმედო კონცერტი რუსთაველის თეატრშინიკა ქაცარიძის ოჯახის გარშემო მისი მეგობრები გაერთიანდნენ და რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად გარდაცვლილი მსახიობის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოს მართავენ.
„ნიკასთვის“ – ასე ჰქვია საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც ხელოვნების საერთაშორისო ფონდ „რეის“ მხარდაჭერით, 12 მაისს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ნიკოლოზ ქაცარიძის ბიძა – ვალერიანო (ნუგზარ) გამგებელი – ტენორი, მაყვალა ასპანიძე – სოპრანო, ირინე რატიანი – სოპრანო, კონცერტმეისტერი – ნათია ქავთარაძე, სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ,,ბასიანი”, ასევე, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობები: მანანა აბრამიშვილი, გოგა ბარბაქაძე, პაატა გულიაშვილი, ედმონდ მინაშვილი, ია სუხიტაშვილი, ლევან ხურცია.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია რუსთაველის ეროვნული თეატრის სალაროში და ვებ-გვერზე – biletebi.ge
კონცერტი შეგროვებული თანხა სრულად გადაერიცხება ნიკას ოჯახს და მის მცირეწლოვან შვილებს.
ნიკა ქაცარიძის ოჯახის დახმარების მიზნით თანხის გადარიცხვა შესაძლებელია ფონდ „რეის“ ანგარიშებზე:
● #GE26TB7207236020100004 GEL ● #GE97TB7207236120100003 USD ● #GE97TB7207236120100003 EUR