,,მთავარი”: ,,ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ, ინფორმაცია ზუსტდება”

,,მთავარი": ,,ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ, ინფორმაცია ზუსტდება",,მთავარის” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში კლინიკაში გადაჰყავთ. ციხეში სასწრაფო იყო შესული, სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ამ წუთებში სასწრაფოს მანქანამ ტერიტორია ბადრაგის მანქანასთან ერთად დატოვა. ,,მთავარის” ინფორმაციით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი გადაჰყავთ. ჯერჯერობით ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება.

-არ არის გამორიცხული, ადგილი ჰქონდეს მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, _ ამბობს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი და აცხადებს, რომ ადვოკატების გარეშე მისი გადაყვანის უფლება არ ჰქონდათ.