ლევან მეტრეველი ექიმებს: ,,პალატაში რომ გივარდებოდნენ და ნარკოტიკს გთხოვდნენ, ქრთამს რომ იღებდით, გაყინულ საოპერაციოებში შედიოდით… დღეს არ გინდათ ხმის ამოღება?!”

ლევან მეტრეველი ექიმებს: ,,პალატაში რომ გივარდებოდნენ და ნარკოტიკს გთხოვდნენ, ქრთამს რომ იღებდით, გაყინულ საოპერაციოებში შედიოდით... დღეს არ გინდათ ხმის ამოღება?!"მედიცინის დოქტორი, საქართველოს ყოფილი ელჩი მოლდოვასა და რუმინეთში,  ლევან მეტრეველი ,,მთავარის” ეთერიდან თავის კოლეგებს, ექიმებს მიმართა:

-მინდა, შევახსენო ამ ხალხს: პალატაში რომ გივარდებოდნენ და ნარკოტიკს გთხოვდნენ, ქრთამის აღება რომ გიწევდათ, თან გრცხვენდათ, რომ ამას აკეთებდით, გაყინულ საოპერაციოებში რომ შედიოდით, მაშინ გქონდათ ხომ სურვილი ცვლილებების და დღეს, როცა ასეთ ჩამყაყაებულ პოლიტიკურ სიტუაციაში ვართ და იმის გამო, რომ კარგი ხელფასები გაქვთ, არ გინდათ მოძრაობა, ხმის ამოღება?!

მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიის დროშა დაიჭიროთ, მაგრამ სიჩუმე არის დანაშაული! მედმუშაკების გაჩუმება ნიშნავს ამ ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობას! დღე-დღეზე შეიძლება ეს მოხდეს და მერე რას იტყვით, სად ვიყავითო.

სხვათა შორის, თქვენს ოჯახებს რომ კარგად აცხოვრებთ, ეს იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ვარდების რევოლოციის შემდეგ ჩატარდა, თორემ დღესაც იმ მდგომარეობაში იქნებოდით. იქ გინდათ დაბრუნება? არ ვცდილობ, ექიმებზე უხეში ზეგავლენა მოვახდინო, მაგრამ დრო აღარ გვაქვს. თქვენი სიჩუმე არის ადამიანის მკვლელობაში მონაწილეობის ტოლფასი!