ირაკლი კობახიძე: ,,სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სირცხვილი!”

ირაკლი კობახიძე: ,,სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სირცხვილი!",,ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 26 მაისის ღონისძიებაზე წარმოთქმული სიტყვის გამო გააკრიტიკა და გა­ნა­ცხა­და, რომ ზურაბიშვილის მიერ სა­სა­მარ­თლოს კრიტიკა არის სირცხვილი.

-სირ­ცხვი­ლი სწო­რედ ეს გან­ცხა­დე­ბა იყო, ამას ვამ­ბობთ ძა­ლი­ან პირ­და­პირ და თა­მა­მად. ჯერ ერთი, 26 მა­ისს, სა­ზე­ი­მო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისა­უბ­რო, ეს არის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა. ამა­ზე უნდა მი­ვა­ნიშ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს იმი­სათ­ვის, რომ და­ვიც­ვათ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­სა­მარ­თლოს, როცა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი უერ­თდე­ბა სრუ­ლი­ად უარ­გუ­მენ­ტო კამ­პა­ნი­ას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა, თუმ­ცა, მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უფრო სწო­რად ეს ასეა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბით, მან სცა­და სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის, ამ ინ­სტი­ტუ­ტის რე­პუ­ტა­ცი­ის და­ზი­ა­ნე­ბა, თუმ­ცა, სი­ნამ­დვი­ლე­ში და­ა­ზი­ა­ნა პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი. ეს არის რე­ა­ლო­ბა.

ჯერ კონ­ტექ­სტი უნდა იცო­დე რო­დის რა გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თო და მე­ო­რე – როცა ოპო­ზი­ცია აკე­თებს არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე გან­ცხა­დე­ბებს, ეს ერ­თია, მაგ­რამ როცა პრე­ზი­დენ­ტი აკე­თებს არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე გან­ცხა­დე­ბებს და თავს ეს­ხმის სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუტს, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა და სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დახ­ვე­ვა იმ რო­ლი­დან, რაც აქვს, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გა­რანტს. თუმ­ცა, ეს შე­იძ­ლე­ბა აღ­სა­ნიშ­ნიც არ ყო­ფი­ლი­ყო იმ ფონ­ზე, როცა გუ­შინ მან პრაქ­ტი­კუ­ლად აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი მო­იხ­სე­ნია რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი და სა­უ­ბა­რი ჰქონ­და მათ სუ­ვე­რე­ნო­ბა­ზე, ამ ფონ­ზე სა­სა­მარ­თლოს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა არის არა­ფე­რი, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.