საქართველოში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც 9,600 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი

საქართველოში გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც 9,600 ლარზე მეტი აქვთ ხელფასიფორტუნა PMCG-ის კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ძალიან უცნაური რამ იკვეთება. საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი შემცირდა, რომლებიც 600 ლარამდე ხელფასს იღებდნენ, სამაგიეროდ, გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც 9,600 ლარზე მეტი აქვთ ხელფასი.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 7 პროცენტული პუნქტით შემცირებულია.

იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 4 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი.

2021 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარზე მეტ თვიურ ხელფასს, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 37%-ით, ხოლო 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 50%-ით არის გაზრდილი.