სანდრა რულოვსი: ,,იმედია, მოვლენ გონზე და გადაიყვანენ სამკურნალოდ”

სანდრა რულოვსი: ,,იმედია, მოვლენ გონზე და გადაიყვანენ სამკურნალოდ",,მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს კუნ­თო­ვა­ნი მასა ფაქ­ტობ­რი­ვად გა­უ­ნა­ხევ­რდა, – ამის შე­სა­ხებ ომ­ბუდსმე­ნის ეგი­დით შექ­მნი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რმა, ექიმ­მა რი­გოლ ხურ­ცი­ძე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

-უკვე 8 კილო და­იკ­ლო, რომ­ლი­და­ნაც ძი­რი­თა­დი არის კუნ­თო­ვა­ნი მასა, ეს საკ­მა­ოდ მძი­მე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. თუ ეს დი­ნა­მი­კა გაგ­რძელ­დე­ბა, ღრმა ნუტ­რი­ცი­ის ფა­ზა­ში გა­და­ვა.

ასე­ვე გა­მო­ხა­ტუ­ლი აქვს ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტი, ვი­ნა­ი­დან არ იღებს არც ვი­ტა­მი­ნებს და არც ხორ­ცის პრო­დუქ­ტებს, რო­მე­ლიც მდი­და­რია სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბით. გა­მო­ხა­ტუ­ლი აქვს ზო­გა­დი შიმ­ში­ლის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მა­ტი­კა,  რაც არის სი­სუს­ტე, თავ­ბრუს ხვე­ვა, კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მოშ­ლა და სხვა. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­უმ­ჯო­ბეს­დეს, სჭირ­დე­ბა სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, უნდა მო­იხ­სნას ის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც აქვს.

მას მე­დი­კა­მე­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არა­თუ შვე­ლის, არა­მედ არა­ფერს აკე­თებს და ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა. ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ ადა­მი­ანს სჭირ­დე­ბა სწო­რი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, თუ სად ჩა­ტარ­დე­ბა ეს სა­ხელ­მწი­ფოს გა­და­სა­წყვე­ტია, რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ცი­ხის კედ­ლებ­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას არ ჩა­ი­ტა­რებს.

ანო­რექ­სი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი ცი­ხე­ში არ გა­ნი­კურ­ნე­ბა, ამის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბაა სა­ჭი­რო, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფოც არ არის ხოლ­მე. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი ცენ­ტრე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ გვაქვს, შე­იძ­ლე­ბა სერ­ვი­სე­ბის გა­ყო­ფა, მაგ­რამ იმ კედ­ლებ­ში არ მო­ხერ­ხდე­ბა, სა­დაც არის, – აღ­ნიშ­ნა გრი­გოლ ხურ­ცი­ძე.

,,აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ სამ­კურ­ნა­ლოდ! იმე­დია, მოვ­ლენ გონ­ზე”, _  გა­ნა­ცხა­და სანდრა რულოვსმა ყოფილ ქმარზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე.