დეპუტატებმა უკარაინელ ბავშვებს ,,ფორტეს” და ,,შვიდკაცას” დისკები გადასცეს

დეპუტატებმა უკარაინელ ბავშვებს ,,ფორტეს" და ,,შვიდკაცას" დისკები გადასცესპარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლეს. შალვა პაპუაშვილმა თბილისის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად დედაქალაქის საჯარო სკოლაში ჩარიცხულ უკრაინელ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს საქართველოს პარლამენტის სახელით საჩუქრები გადასცა, მათ შორის იყო ანსამბლ ფორტესა და შვიდკაცას CD დისკებიც. პარლამენტის შემდეგ გადაცემული საჩუქრების ფოტოები გაავრცელა ,,რადიო თავისუფლებამაც”.

-დარწმუნებული ვარ, საქართველოში ყოფნა თქვენთვის საინტერესო იქნება. ბევრ ცოდნას და ახალ მეგობარს შეიძენთ თანაკლასელების სახით. ყველას გისურვებთ, საინტერესო პერიოდი გქონოდეთ საქართველოში, ესაუბრეთ და გაუცვალეთ ემოციები თქვენს თანაკლასელებს, დაგეგმეთ ექსკურსიები – ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერში დაგეხმარებით. მობრძანდით პარლამენტშიც. მიხარია, რომ აქ ხართ.

მადლობას ვუხდი პედაგოგებს, სკოლებს და განათლების სამინისტროს, რომ ინიციატივა უკრაინელი მოსწავლეების სკოლებში გადანაწილებასთან დაკავშირებით ასე სწრაფად განხორციელდა. – თქვა შალვა პაპუაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ უკრაინელი სტუმრები მთაწმინდის პარკში ტრამვაით გაემგზავრნენ, სადაც მთელი დღის განმავლობაში ულიმიტო აბონემენტებით ისარგებლებენ. საქართველოში უკრაინის საელჩოს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 20 000-ზე მეტი უკრაინელი იმყოფება.
,,ტაბულა”