,,ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ქალმა დაიჭირა” – ბავშვი წლისა და 3 თვისაა

,,ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და ქალმა დაიჭირა" - ბავშვი წლისა და 3  თვისაახაშურში მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი ქალმა დაიჭირა, – ამ ინფორმაციას რადიო ,,მოზაიკა” ავრცელებს. ერთი წლის და 3 თვის ასაკის ბავშვმა მოტეხილობა მიიღო. ის ხაშურის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

,,სტუმრად იყო მისული დედა თავის შვილთან ერთად. ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა და დაბლა მდგომმა ქალმა მოასწრო მისი დაჭერა, თუმცა მოტეხილობა მაინც მიიღო”, – ამბობს თვითმხილველი.

,,ეს ბავშვი ჩემი ძმისშვილია და ყველაფერი კარგად არის, არაფერია სანერვიულოო. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, ყველფერი კარგად არის,  არაფერი არ სჭირს ბავშვს, მადლობა ღმერთს”, – წერს ბავშვის ბიძა.