8 წლის დათუნას მდგომარეობა დასტაბილურდა: ,,ვეუბნები, დედიკო, ყველა შენზე ლოცულობს-მეთქი”

8 წლის დათუნას მდგომარეობა დასტაბილურდა: ,,ვეუბნები, დედიკო, ყველა შენზე ლოცულობს-მეთქი"თბილისში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე ავა­რი­ი­სას და­შა­ვე­ბუ­ლი 8 წლის დათუნას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­და, შე­იმ­ჩნე­ვა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა.

-უმ­ძი­მე­სი მგო­მა­რე­ო­ბა იყო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ჰქონ­და გულ-მკერ­დის მი­და­მო, ჩა­ტარ­და ფე­ხის ამ­პუ­ტა­ცია. არა­ერ­თი ქი­რურ­გი იყო ამა­ში ჩარ­თუ­ლი. ამ­პუ­ტა­ცი­ის შემ­დეგ მოხ­და მენჯ-სახ­სრის ფიქ­სა­ცია. ახლა მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლუ­რე­ბუ­ლია, შე­იმ­ჩნე­ვა და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კა, – უ­თხრეს ამბები.ჯი-ს იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში.

,,ყველა ნახვაზე ვეუბნები ჩემს დუნდულა ბიჭს, დედიკო, გმირი გახდი, ყველა შენ მაგარ ბიჭობაზე ლაპარაკობს და ყველა შენთვის ლოცულობს-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ესმის და სიამოვნებს, ხალხნო, ვერ აღგიწერთ, როგორ მაძლიერებს თქვენი ასეთი გვერდში დგომა და ამდენი ყურადღება. უღრმესი მადლობა ამდენი სითბოსთვის და კეთილი სიტყვებისთვის. მე მჯერა რომ სასწაულები ხდება”, – წერს დაშავებული მოზარდის დედა.