ზელენსკის კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ – ,,მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ ვერ შევაჩერებ სიკვდილს”

ზელენსკის კონგრესმენები ოვაციებით შეხვდნენ - ,,მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ ვერ შევაჩერებ სიკვდილს"უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს ონლაინ მიმართა. კონგრესშისმენები მას ოვაციებით შეხვდნენ.

-ჩვენი ქვეყნისთვის, მთელი ევროპისთვის ყველაზე ბნელ დროს მოგიწოდებთ მეტის გაკეთებას. სანქციების ახალი პაკეტებია საჭირო მუდმივად, ყოველ კვირას, სანამ რუსული სამხედრო მანქანა არ გაჩერდება. შეზღუდვებია საჭირო ყველასთვის, ვისზეც ეს უსამართლო რეჟიმია დაფუძნებული…

ახლა მე თითქმის 45 წლის ვარ. დღეს ჩემი ასაკი გაჩერდა, როდესაც 100-ზე მეტი ბავშვის გულმა ფეთქვა შეწყვიტა. მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ მას სიკვდილის შეჩერება არ შეუძლია… დაკეტეთ ცა უკრაინის თავზე, გადაარჩინეთ ადამიანები, ბევრს ვითხოვთ?
გაიხსენეთ პერლ ჰარბორი, 1941 წლის 7 დეკემბრის საზარელი დილა, როდესაც თქვენი ცა გაშავდა თვითმფრინავების შეტევისგან. უბრალოდ გაიხსენეთ ეს. გაიხსენეთ 11 სექტემბერი, 2001 წლის საშინელი დღე, როდესაც ბოროტებამ სცადა გადაექცია თქვენი ქალაქები, დამოუკიდებელი ტერიტორიები ბრძოლის ველად. როდესაც უდანაშაულო ადამიანებს შეუტიეს, შეუტიეს ციდან. რადგან ამას არავინ ელოდა, თქვენ მის შეჩერებას ვერ მოახერხებდით. ჩვენი ქვეყანა ყოველდღე იმავეს განიცდის…
თვითმფრინავებს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას, დაეხმაროს ევროპას და თქვენ იცით, რომ ისინი არსებობს და ისინი გყავთ. თუმცა ისინი ხმელეთზეა, არა უკრაინის ცაში. ისინი ადამიანებს არ იცავს… ძლიერი არ ნიშნავს სუსტს. ძლიერი არის მამაცი და მზადაა, იბრძოლოს თავისი და მსოფლიოს მოქალაქეების სიცოცხლისათვის – ადამიანის უფლებებისთვის, თავისუფლებისთვის, უფლებისთვის, იცხოვრო წესიერად და მოკვდე, როცა შენი დრო მოვა და არა მაშინ, როცა ეს სხვას, შენს მეზობელს სურს…
ყველა ამერიკულმა კომპანიამ სასწრაფოდ უნდა დატოვოს რუსეთის ბაზარი, რადგან ის ჩვენი სისხლით არის გაჟღენთილი…

მე ვერ ვხედავ სიცოცხლის აზრს, თუ ვერ შევაჩერებ სიკვდილს და ეს არის ჩემი მთავარი საკითხი, როგორც ხალხის ლიდერის, დიდი უკრაინელების და როგორც ჩემი ერის ლიდერის. მე მივმართავ პრეზიდენტ ბაიდენს: თქვენ ხართ ლიდერი ერის, თქვენი დიდი ერის. გისურვებთ, იყოთ მსოფლიოს ლიდერი. იყო მსოფლიოს ლიდერი ნიშნავს, იყო მშვიდობის ლიდერი, – ინგლისურ ენაზე წარმოთქმული ამ ფრაზით დაასრულა ზელენსკიმ აშშ–ის კონგრესში თავისი  გამოსვლა.