ცხინვალის კომიკური განცხადება: ,,ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაბომბვას”

ცხინვალის კომიკური განცხადება: ,,ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაბომბვას"ცხინვალის კომიკური მთავრობა, კერძოდ კი ე.წ. მინისტრი მედოევი და მისი დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე კომიკურ განცხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს და წერს:

„სამხრეთ ოსეთში დადებითად აღიქვეს და სრულად დაუჭირეს მხარი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას დონბასის რესპუბლიკების დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ. ჩვენ შეშფოთებით ვაკვირდებით დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ქალაქებისა და სოფლების განუწყვეტელ სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვას, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან, ნადგურდება დასახლებები და სამრეწველო საწარმოები, სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა…

დონბასის ახალ სახელმწიფოებთან მრავალმხრივი კავშირების შემდგომი გაძლიერების მიზნით სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე ხდება. უახლოეს მომავალში, ვითარების დასტაბილურების შემდეგ, გაგრძელდება დიალოგი სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის დიპლომატიური მისიების ურთიერთგახსნის საკითხზე“.

ფოტოზე: აქცია ცხინვალში