თეა წულუკიანი: ,,ჩვენთვის სულ ერთი არ არის, როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში ბავშვი, ჯარისკაცი, მოხუცი”

თეა წულუკიანი: ,,ჩვენთვის სულ ერთი არ არის, როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში ბავშვი, ჯარისკაცი, მოხუცი"კულტურის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ნაციონალურ მოძრაობას ომის პარტია უწოდა და მასზე ლაპარაკს მთელი გადაცემა დაუთმო.

-საქართველოს პრემიერმინისტრმა თქვა, რომ დაუშვებელია საქართველოსთვის სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის ამ ფორმით ხელყოფა, რომ ეს ომი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. ეს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაა, მაგრამ პრობლემა გვაქვს იმასთან, რომ რაც უნდა თქვას ამ ხელისუფლებამ, ომის პარტიისთვის არაფერი დამაკმაყოფილებელი არ არის. ისინი მიიჩნევენ, რომ ერთადერთი ძალაა, რომელსაც აქვს მონოპოლია სიკეთეზე, სინათლეზე, გაბრწყინებაზე, დასავლელობაზეევროპელობაზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომლის მატარებლებიც ისინი რეალურად არ არიან.

ყველას ახსოვს ის, რომ სწორედ ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველა ის ქონება და აქტივი, რომელზეც საქართველოს ეკონომიკური სიძლიერე უნდა ეფუძნებოდეს, მიჰყიდეს რუსებს. ეს მათ გააკეთეს და არა ჩვენ. ეს ის ომის პარტიაა, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს რეალურად სამართლებრივ დავას არ აწარმოებდა რუსეთის წინააღმდეგ არც ჰააგაში და არც სტრასბურში.

ახლა უკვე ვფიქრობ, რომ განზრახ, ადრე უცოდინრობის შედეგი მეგონა, იმდენად არაკომპეტენტურად, აწარმოეს პროცესი ჰააგაში, რომ მათ ეს დავა წააგეს. სტრასბურში ისეთი დავა დაგვიტოვეს, რომ შემდეგ ამის გამოსწორებასა და დავის მოგებას რუსეთის წინააღმდეგ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა და მე ამ დროს მქონდა პატივი, იუსტიციის მინისტრი ვყოფილვიყავი.

როგორც ჩანს, მათ მხოლოდ ეს ვიწრო ინტერესი აქვთ და როგორც 2008 წელს არ დაგიდევდნენ იმ ჯარისკაცებს, რომლებიც მიატოვეს ბრძოლის ველზე, ახლაც, როგორც ჩანს ძალიან არასერიოზულად უყურებენ ქართველი ხალხის ბედს, მათ შორის ბავშვების. ჩვენთვის სულ ერთი არ არის, როგორ იქნება ჩვენს ქვეყანაში მყოფი ბავშვი, ჯარისკაცი, მოხუცი და ვდგავართ ამის საჯაროზე. აქამდე ისინი დამნაშავეთა პარტიის სახელი იყვნენ ცნობილები, ახლა უკვე მათ შეემატათ ეს ახალი სახელიც, რომელიც რეალობას ასახავს.

ბრიუსელში საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი იყო 3 დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“ და მათ ხელმძღვანელობდა ბატონი გიორგი კანდელაკი. მოყოლითაც ძნელია დაიჯერო, ჩემი თვალით რომ არ მენახა – ჩვენს თვალწინ არწმუნებდნენ ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო უვიზო რეჟიმს არ იმსახურებს, -განაცხადა წულუკიანმა.