სტრასბურის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო

სტრასბურის სასამართლომ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნოიუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურის სასამართლოში საქმე სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ, განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. მისი თქმით, საერთაშორისო სასამართლოში ხელისუფლების არგუმენტები მყარია.

,,რაც შეეხება საქმეს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, ის გადადის განხილვის არსებით ეტაპზე. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია ამ საქმეში და ბუნებრივია, ჩვენ საბოლოო კომენტარების გაკეთება შეგვეძლება მას შემდეგ, რაც საქმეზე დასრულდება არსებითი განხილვა. […]

რაც შეეხება გადაწყვეტილების მიღებას და შემდგომში მის გამოქვეყნებას, ბუნებრივია, ამის შესახებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, აქ არ არის წინასწარ მკაცრად გაწერილი ვადები, გადაწყვეტილებას ამაზე მიიღებს სასამართლო და მას შემდეგ, რაც საქმეზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, შემდგომში ჩვენ გავაკეთებთ ამასთან დაკავშირებით კომენტარს”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

,,ქართული ოცნების” ხელისუფლებას მესამე პრეზიდენტი ედავება მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების წარმოებას. მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგს 2 წლის წინ მიმართა. საუბარია გირგვლიანისა და გელაშვილის საქმეებზე და მესამე პრეზიდენტი სამ მუხლს დაობს:

მე-6 მუხლი – საქმის სამართლიანი განხილვის უფლება;
მე-7 მუხლი – არავითარი სასჯელი კანონის გარეშე;
მე-18 მუხლი – უფლებათა შეზღუდვის გამოყენების ფარგლები.

მთავარი