რომელ აფთიაქებში შეიძენთ წამლებს იაფად – მედიკამენტების და მისამართების სია

რომელ აფთიაქებში შეიძენთ წამლებს იაფად - მედიკამენტების და მისამართების სიაჯანდაცვის სამინისტრო თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

,,თურქეთიდან 50-ამდე დასახელების მედიკამენტია იმპორტირებული. პრეპარატებისა და მიმწოდებელი ფარმაცევტული დაწესებულებების სია (მისამართები და მედიკამენტების სია ნახეთ ბმულზე) მუდმივ რეჟიმში იზრდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, პრეპარატების ფასი, საშუალოდ, 60-80%-ით შემცირდა. თურქეთიდან იმპორტირებული პრეპარატების ჩამონათვალი მოწოდებულია ფარმაცევტული სექტორის მიერ და განახლდება კომპანიებისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად“,- ნათქვამია განცხადებაში.