პოლონეთში 25 წლის აბელ შამათავა ცოლმა საწოლში ნახა გარდაცვლილი

პოლონეთში 25 წლის აბელ შამათავა ცოლმა საწოლში ნახა გარდაცვლილი,,პრაიმ ტაიმის” ინფორმაციით, პოლონეთში 25 წლის აბელ (მუმუ) შამათავა გარდაიცვალა. მეუღლემ დილას საწოლში გარდაცვლილი იპოვა. ახალგაზრდას პოსტკოვიდური გართულება ჰქონდა და სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი გულია.

მეზობლების თქმით, ცოლ-ქმარი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავდა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პოლონეთში სამუშაოდ იყო წასული. აბელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელის მკვიდრი იყო.

პრაიმ ტაიმი