მილიონერმა დეპუტატმა მობილურის დამცავიც კი ხალხის ფულით იყიდა – საკუთარ სიამოვნებაში დახარჯული ბიუჯეტი

მილიონერმა დეპუტატმა მობილურის დამცავიც კი ხალხის ფულით იყიდა - საკუთარ სიამოვნებაში დახარჯული ბიუჯეტიმილიონერმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ მობილური ტელეფონის ტყავის ჩასადები და დამცავიც კი ხალხის ფულით იყიდა. ამის შესახებ რეპორტაჟი ,,პირველმა” მოამზადა.

სიუჟეტიდან ირკვევა, ბექა ოდიშარიამ საკუთარი ,,აიფონ 13″-ის ტყავის ჩასადები ხალხის ფულით იყიდა და 370 ლარი გადაიხადა, ეკრანის დამცავში კი  – 179 ლარი. მოუნდა სახლის აუდიოსისტემა – ბლუთუზი კარაოკეთი და გიტარით, ამიტომ ამისთვის 1640 ლარი მაჟორიტარის ბიუროდან გადაიხადა. დეპუტატი, რომლის ერთი მაჯის საათის ფასი 50 ათასი ლარია, სახლში კი ფერწერული ტილოები აქვს, რომელთა ფასიც, ჯამში, 100 ათას ლარს აჭარბებს, მობილურის დამცავსაც კი ხალხის ფულით ყიდულობს.

-კომიკურად გამოიყურებით. ქვეყანა ინგრევა, მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, თქვენ მოდიხართ და ერთი დეპუტატის ტელეფონის ჩასადებით ინტერესდებით, ეს ხომ არაადეკვატურია, – ასე პასუხობს ბექა ოდიშარია ჟურნალისტს.

დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ,,აიფონ 12″ ბიუჯეტის ფულით იყიდა, ტელეფონი პროგრამებით დატვირთა და ამისთვის ფული ისევ ბიუჯეტიდან გადაიხადა. მობილურს დამცავი გადააკრა და ამისთვისაც ბიუჯეტის ფული დახარჯა, ჯამში, 3330 ლარი. ეს მისთვის მეორე მობილურია.