კრემლის მთავარი საკითხი მოლაპარაკებებზე სანქციები იქნება

კრემლის მთავარი საკითხი მოლაპარაკებებზე სანქციები იქნებარუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ სანქციებთან დაკავშირებით ურთიერთ პრეტენზიებს კიევთან მოლაპარაკებებზე განიხილავენ. ამის შესახებ რუსული გამოცემა rbc.ru წერს.

„მოლაპარაკებებზე სანქციების თემა ფიგურირებს, თუმცა მეტს ვერაფერს ვიტყვი“, – თქვა პესკოვმა.

რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა უკრაინასთან მოლაპარაკებებში ვლადიმირ მედინსკიმ მანამდე განაცხადა, რომ სანქციები კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების ერთ–ერთი საკვანძო საკითხია.

-ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებულ მთელ ამ გიჟური ვითარებას, რომელსაც სანქციებთან არაფერი აქვს საერთო, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ, თუ არა ისტორიაში არნახულ, სრულმასშტაბიან ეკონომიკურ ომს რუსეთის წინააღმდეგ. ეს თემა ერთ-ერთი საკვანძოა კიევთან გამართული მოლაპარაკებების რაუნდებზე, – თქვა მედინსკიმ.

კომერსანტი