ხარკოვის მერი: ,,კახა კალაძეს ველაპარაკე, მადლობელი ვარ ყველა მერის”

ხარკოვის მერი: ,,კახა კალაძეს ველაპარაკე, მადლობელი ვარ ყველა მერის"ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა უკრაინული ტელეკომპანია ,,უკრაინა 24″-ის ეთერში ხარკოვში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც  ხარკოვს ეხმარება.

-მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, თბილი ტანსაცმელი – ვინც დღეს ამას გვაწვდის, მადლობელი ვარ აბსოლუტურად ყველა ქალაქის მერის. მე მქონდა სატელეფონო საუბარი კახა კალაძესთან, რომელიც არის თბილისის მერი და ის ასევე მონაწილეობს ამ პროცესში, – აღნიშნა იგორ ტერეხოვმა.

პრაიმ ტაიმი