ჯონსონი: ,,ზოგიერთები ამბობენ, რომ ჯობია კომპრომისზე წასვლა ტირანიასთან, მაგრამ ცდებიან!”

ჯონსონი: ,,ზოგიერთები ამბობენ, რომ ჯობია კომპრომისზე წასვლა ტირანიასთან, მაგრამ ცდებიან!''დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა:
-მე ვიცი, რომ მსოფლიოში არიან ადამიანები, თუნდაც ზოგიერთ დასავლურ მთავრობაში… რომლებიც ამბობენ, რომ ჯობია კომპრომისზე წასვლა ტირანიასთან. მე მჯერა, რომ ისინი ღრმად ცდებიან. პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების მცდელობა, როგორც ჩვენ გავაკეთეთ 2014 წელს, ზუსტად იგივე შეცდომა იქნება.
თავისუფლების დასასრული უკრაინაში ნიშნავს თავისუფლების ყოველგვარი იმედის განადგურებას საქართველოში, შემდეგ მოლდოვაში – ეს ნიშნავს დაშინების ახალი საუკუნის დასაწყისს მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიიდან შავ ზღვამდე.